ლანჩხუთში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივების თქმით, აფეთქება მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მოხდა. როგორც მცხოვრებლები ფორმულასთან საუბარში ამბობენ, აფეთქების მიზეზი შესაძლოა ბინაში დაგროვილი ბუნებრივი აირის აალება ყოფილიყო. მათივე ინფორმაციით, სახლი პერიოდულად დაკეტილი იყო.
ორივე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
"ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. ის დაწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. დამწვარი აქვს სხეულის 80%. მეორე არის შედარებით მსუბუქ მდგომარეობაში", - განაცხადა ექიმმა.