ლანჩხუთში აფხაზეთის ომის მონაწილის, ვაჟა თოდუას საფლავი გაქურდეს. ახლობლების ინფორმაციით, წაღებულია ბიუსტი, რომელიც ბრინჯაოს ნაკეთობა იყო.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, დაზიანებულია საფლავის ქვის ფრაგმენტებიც.
ვაჟა თოდუა აფხაზეთის ომის დროს, 1993 წელს, ოჩამჩირეში დაიღუპა.