logo
ENG



ლანჩხუთში ჩასულ ნინო წილოსანს, მოსახლეობა დაუპირისპირდა

15 ნოე 201914:53
3 წუთის საკითხავი
 
yu0b460rrq6o7i6.png

"ქართული ოცნების" წევრს, ნინო წილოსანს, რომელიც ლანჩხუთში ჩავიდა, მოსახლეობა ხმაურით დახვდა. ადგილობრივები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან აქციას მართავენ. მმართველი გუნდის წევრი მათთან შესახვედრად ჩავიდა, რადგან წილოსანი ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატია. ადგილზე ჩასულ დეპუტატს მოქალაქეები სიტყვიერად დაუპირსპირდნენ. მათი უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ წილოსანმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა და ამის გამო დეპუტატს განმარტებას სთხოვდნენ. მანამდე ნინო წილოსანმა Facebook-Live გაავრცელა, სადაც თქვა, რომ მისი ამომრჩეველი 2020 წელს არჩევნების მაჟორიტარული წესით ჩატარების მომხრეა. 

 


close დახურვა