logo
ENG



ლაპარაკობს და უჩვენებს მერი - ოცნების მრავალმილიონიანი პიარკამპანია

28 ივნ 202020:20
3 წუთის საკითხავი
 

ეროვნული ნაკრების კაპიტანი და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე საკუთარი ვარსკვლავური წარსულის ტყვეობაში ახალ ამპლუას ირგებს.  პოლიტიკოსს გარემოცვაში იმ მარტივი ჭეშმარიტების შემხსენებელი არავინ ჰყავს, რომ მისი მთავარი თავსატეხი არა კრიტიკული მედია, არამედ დედაქალაქში არსებული დაუსრულებელი პრობლემებია.  

ქალაქის თავმა სოციალურ ქსელებში ინფლუენსერის წოდება მრავალმილიონიანი პიარკამპანიის საშუალებით მალევე მოიპოვა, თუმცა პრობლემებით გაწვალებული და დაუმთავრებელი პროექტებით გადაღლილი, სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების თბილისელებისგან საყოველთაო ოვაციებს მაინც ვერ ეღირსა.

კალაძეს მოსახლეობასთან არაკონტროლირებულ შეხვედრებს ფეისბუკის ლაივები ურჩევნია, სადაც ბოტები მას ათწამიანი ნახვებითა და გულებით შეამკობენ. რისი მიღწევა უნდა მმართველი პარტიის გავლენით მეორე პირს მედიასთან დაპირისპირებით? ნახეთ "დროებაში" - ლაპარაკობს და უჩვენებს მერი კალაძე!


close დახურვა