logo
ENG



ლარი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა და ერთი დოლარის ღირებულებამ 3 ლარს გადააჭარბა

13 მარ 202020:12
3 წუთის საკითხავი
 

ეროვნული ვალუტა ბოლო წლების ანტირეკორდს აღწევს. საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ლაბორატორიულად დადასტურების შემდეგ, დღემდე ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 25 თეთრით გაუფასურდა.

იმის მიუხედავად, რომ დღეს ეროვნულმა ბანკმა კურსის დასტაბილურება სცადა და ბაზარზე 20 მილიონი დოლარი გაყიდა, ლარი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა და ერთი დოლარის ღირებულებამ 3 ლარს გადააჭარბა. კიდევ უფრო მაღალია კურსი ბანკებში.

დღეს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმაც წარმოადგინა, თუმცა, როგორც ჩანს ამან სურათი მაინც ვერ შეცვალა.

სპეციალისტების ლარის კურსის კატასტროფულ გაუფასურებას ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებით ხსნიან, რასაც მოჰყვა ექსპორტის შემცირება, იკლო გზავნილებმა და შემცირდა ტურისტების რაოდენობა. 

ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სპეციალისტები ასახელებენ საქართველოს მთავრობის არათანმიმდევრულ პოლიტიკას ასახელებენ, რომელმაც საზოგადოებაში უნდობლობა გამოიწვია. 

პროგნოზის გაკეთება ექსპერტებს უჭირთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ლარის კურსი გაუფასურებას გააგრძელებს. ახალი გაცვლითი კურსი ორშაბათს გამოქვეყნდება.


close დახურვა