რუსული კანონის მიღებისა და პარლამენტის მხრიდან პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის ფონზე ლარი გაუფასურებას კვლავ განაგრძობს. ლარი ყველა არსებული ვალუტის მიმართ გაუფასურდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 7 მაისის ოფიციალური კურსით, დოლარის მიმართ ლარის ცვლილებამ 2.38 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8222 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა 2.87 თეთრით და ღირებულება 3.0703 ლარი გახდა.