logo
ENG



ლარის გაუფასურებასთან ერთად ყოველდღიურ მოხმარების საგნებზე ფასები იმატებს

13 მარ 202020:16
3 წუთის საკითხავი
 

 

ლარის გაუფასურების პარალელურად, კორონავირუსის მძიმე გავლენას მოქალაქეები უკვე საკუთარ ჯიბეზე გრძნობენ. გაძვირებული რესპირატორული პრეპარატები, დეფიციტი პირბადეებსა და ხსნარებზე - სააფთიაქო ქსელების გარდა, მომხმარებელს გაზრდილი დახვდა ფასები უკვე ყოველდღიური მოხმარების საგნებზეც. „ფორმულა“ თითქმის ყველა მსხვილ სააფთიაქო ქსელში მივიდა. ზოგიერთ მათგანში პირბადის ფასი 12 ლარსაც კი აღწევს.

მკვეთრ პროგნოზებს ერიდებიან, თუმცა პურის ფასის ზრდას არ გამორიცხავენ ხორბლისა და პურპროდუქტების ასოციაციაში. პურის ფასის ზრდის თავიდან ასაცილებლად კომპანიები სხვადასხვა სცენარზე მუშაობენ, მათ შორისაა საშემოსავლოს შემცირება ან გადავადება.

სხვა პრობლემები აქვთ ნავთობპროდუქტების იმპორტიორ კომპანიებს. კორონავირუსის გამო მთელ მსოფლიოში ნავთობის ფასი მკვეთრად იკლებს. მიზეზი მოთხოვნის შემცირებაა. ნავთობის ბიზნესი შემოსავლების მკვეთრი შემცირებისთვის ემზადება.

კორონა ვირუსის ეფექტი ექსპერტების აზრით, მოგვიანებით გამოჩნდება, შექმნილ ვითარებას სპეციალისტები ქვეყანაში დაგროვილ პრობლემებს უკავშირებენ.

 


close დახურვა