logo
ENG



ლარში სესხებზე აიწევს პროცენტი - გიორგი კეპულაძე

24 ოქტ 201908:34
3 წუთის საკითხავი
 
m6ycqmc68bzpiyo.png

გაუძვირდება თუ არა ათეულათას მოქალაქეს სესხი-ეროვნული ბანკი (სებ) ინფლაციის განეიტრალებას ცდილობს და რეფინანსირების განაკვეთს ერთიდან რვანახევარ პროცენტამდე ზრდის. განაკვეთის ზრდის გადაწყვეტილება, ქვეყანაში ინფლაციის მაღალი მაჩვენებლით აიხსნება, რაც თავის მხრივ ლარის გაუფასურებითაა გამოწვეული. 

დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ მოცემულობაში ეროვნულ ბანკს სხვა ალტერნატივა არ ჰქონია და აღნიშნულზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.  

"რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იყო, პრინციპში გარდაუვალი ნაბიჯი სებ-ის მხრიდან, რადგან ეკონომიკური მდოგმარეობა საკმაოდ რთულია. მაღალია ინფლაცია, ლარის კურსი ისტორიულ მინიმუმზეა უკვე რამდენიმე თვეა. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს სხვა გზა ალბათ არც ჰქონდა დარჩენილი. ეს გამოიწვევს იმ მსესხლებისთვის სესხის პროცენტის გაძვირებას, ვისაც რეფინანსირების განაკვეთზე აქვს მიბმული. სამომავლოდ ლარში სესხებზე აიწევს პროცენტი, რადგან ფინანსური რესურსი გაუძვირდებათ. ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომელმაც ვერ უზრუნველყო როგორც სწრაფი ეკონომიკური განვითარება, ასევე ინფლაციის ნორმალიზება,"-აცხადებს „საზოგადოება და ბანკების" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს, ინფლაციის მაჩვენებელმა 6,4%-ს მიაღწია, რაც მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალია. შექმნილმა ვითარებამ კი ეროვნული ბანკი აიძულა, ინფლაციური პროცესი ამ გზით შეაჩეროს. 


close დახურვა