logo
ENG



ლატვიამ საქართველოს 2 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

18 ოქტ 202515:51
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/18/lm26g5xw04mpvmd.jpg

ლატვიამ საქართველოს 2 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაია ბრაჟეს თქმით, მათ ქვეყანაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ.

"იმიგრაციის შესახებ კანონის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ, მიიღო გადაწყვეტილება ლატვიის რესპუბლიკაში არასასურველ პირთა სიაში საქართველოს ორი მოქალაქის შეყვანის შესახებ, მათ ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ", - ნათქვამია საგარეოს განცხადებაში.

მათი ვინაობა, ჯერჯერობით, უცნობია.


close დახურვა