ლატვიის სეიმმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარ რინკევიჩი აირჩია.
რინკევიჩის კანდიდატურა პრემიერის პარტიამ "ახალმა ერთობამ" წამოაყენა. ამავე დროს, მმართველი კოალიციის ყველა პარტია მხარს არ უჭერდა საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურას, რის გამოც კენჭისყრის სამი ტურის გამართვა გახდა საჭირო. ბოლო ტურში რინკევიჩსმა 52 ხმა მიიღო - მინიმუმ 51 იყო საჭირო.
პრეზიდენტის პოსტზე რინკევიჩი ეგილს ლევიტსს შეცვლის, რომელიც ამ თანამდებობაზე 2019 წლიდან იყო. ლევიტს მეორე ვადისთვის თავისი კანდიდატურა არ დაუყენებია.
ლატვია საპარლამენტო რესპუბლიკაა. პრეზიდენტი სახელმწიფოს ოფიციალური მეთაურია, მაგრამ მას აქვს მნიშვნელოვნად ნაკლები უფლებამოსილება, ვიდრე პრემიერმინისტრს. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ რინკევიჩი ლატვიის მეშვიდე პრეზიდენტი გახდა.
რინკევიჩი 2014 წელს დაქამინგაუთდა. ის იქნება პირველი ღიად გეი პრეზიდენტი ბალტიისპირეთის ქვეყნებში.