logo
ENG



ლატვიის სამოქოქალაქო საზოგადოება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს

22 ნოე 201908:45
3 წუთის საკითხავი
 
qni1w23p6gd37hs.jpg

ლატვიის სამოქოქალაქო საზოგადოება  ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს. სპეციალურ ვიდეომიმართვაში ორგანიზაცია "ბალტიკა შავი ზღვის ალიანსის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ გაფრინდაშვილი საკუთარ სამშობლოში,  საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ საზღვრებში იმ დროს  დააკავეს, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. 

ვიდეომიმართვაში,  ლატვიის ევროპული მოძრაობის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოში, რომელიც ლატვიასგან არც თუ ისე შორს მდებარეობს, ტერიტორიების დიდი ნაწილი ამ დრომდე ოკუპირებულია. „თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს,"-ასე ასრულებს საკუთარ გამოსვლას ვიდეომიმართვის ყველა მონაწილე. 

შეგახსენებთ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში. გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.


close დახურვა