logo
ENG



ლატვიის სეიმში მოითხოვენ, ოდიშარიას საპატიო კონსულის წოდება ჩამოერთვას

04 აპრ 202419:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/04/6a8hhofo7qyjf83.jpg

ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდ კოლსი მოითხოვს, რომ ქართული ოცნების დეპუტატ ბექა ოდიშარიას ლატვიის საპატიო კონსულის წოდება ჩამოერთვას. 

ოდიშარია ლატვიის საპატიო კონსული 2013 წელს გახდა. სოციალურ ქსელ X-ში რიჩარდ კოლსი ბექა ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ განცხადებას გამოეხმაურა. 

"ბექა ოდიშარია ამჟამად ასევე არის ლატვიის საპატიო კონსული საქართველოში – პირი, რომელსაც ლატვია ანდობს თავის წარმომადგენლობას. უპატივცემულობაა ასე გაგრძელება, საპატიო კონსულის სტატუსის გასაუქმებლად საკმარისზე მეტი მიზეზია", - წერს კოლსი ტვიტერზე.

გარდა ამისა, ის ქართული ოცნების მიერ ინიციირებულ რუსულ კანონს ეხმაურება.

"საქართველო კვლავ უფრო და უფრო უახლოვდება კრემლს და უფრო და უფრო შორდება ქართველების არაერთხელ გამოთქმულ პოზიციებს ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს მომავლის მშენებლობის სასარგებლოდ. რეანიმირებული ზომბი - უცხოური აგენტების" კანონპროექტი, რომელიც შეიქმნა რუსეთის მოდელით და აბსოლუტურად უარყოფილი უმრავლესობის მიერ", - აღნიშნავს კომიტეტის თავმჯდომარე.

3 აპრილს ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში კვოტირების განხილვისას ოპოზიციონერი დეპუტატები შეურაცხმყოფელი, მიზოგინური რეპლიკით მოიხსენია და მათ "მოუტ*ვნელი ქალები" უწოდა. ამ დროს ოდიშარია სიტყვით არ გამოდიოდა, თუმცა დარბაზში იმყოფებოდა. 

"დედა მოვტ*ან თქვენი, მოუტ*ვნელი დედაკაცების ჯოგი. ეს არის მოუტ*ვნელი ქალების სინდრომი, მოუტ*ვნელის", - თქვა ოდიშარიამ პარლამენტში. 

თვითონ დეპუტატი ამბობს, რომ მისი სიტყვები კონკრეტულად არავის მიმართ არ იყო მიმართული. 


close დახურვა