ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური 90 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონია. მაროკოში მიმდინარე მსოფლიო ჩემოიონატზე ქართველმა ძიუდოისტმა ახალგაზრდებს შორის აღნიშნული ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო.
საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა მაროკოში მიმდინარე ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონატზე ვაჟებში დღეს ჩატარებულ ორივე წონაში ოქროს მედლები მოიპოვეს. ვლადიმერ ახალკაცმა 81 კგ წონითი კატეგორია მოიგო.