logo
ENG



ლეგენდარული მსახიობი კირკ დუგლასი გარდაიცვალა

06 თებ 202008:01
3 წუთის საკითხავი
 

103 წლის ასაკში ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი, კირკ დუგლასი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ოჯახი ავრცელებს.

კირკ დუგლასი 1916 წელს, ამერიკის ქალაქ ამსტერდამში დაიბადა. ოსკარზე ის სამჯერ იყო ნომინირებული. ჯილდო კი 1996 წელს, კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის მიიღო. 

სპარტაკის, ვინსენტ ვან გოგის და სხვა არაერთი როლის შემსრულებელი, ოსკარის გარდა ოქროს გლობუსისა და "ოქროს დათვის" მფლობელიც იყო. 

გარდაცვალებამდე კირკ დუგლასი, კალიფორნიაში, ბევერლი ჰილსში ცხოვრობდა.

"მთელი მსოფლიოსთვის ის იყო ლეგენდა, მსახიობი კინოს ოქროს ხანიდან", - დაწერა კირკ დუგლასის შვილმა, ასევე ჰოლივუდის ვარსკვლავმა მაიკლ დუგლასმა სპეციალურ განცხადებაში.  


close დახურვა