logo
ENG



ლევან ახვლედიანი: ანაკლიის პროექტი საფრთხის ქვეშაა, მისი ბედი გაურკვეველია

06 თებ 202014:32
3 წუთის საკითხავი
 

„ანაკლიის პროექტი საფრთხის ქვეშაა, მისი ბედი გაურკვეველია,“ - ამის შესახებ განცხადებას ანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელი ლევან ახვლედიანი აკეთებს. ამით ის ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაურის ბენ ჰოჯესის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ანაკლიის პროექტის მნიშვნელობაზე თქვა, რომ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა რათა პორტისთვის ძირი გამოეთხარა.

ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ კონფერენციაზე სადაც შავ ზღვასა და ზღვის უსაფრთხოებაზე იმსჯელეს ლაპარაკი იყო ანაკლიის პორტის პროექტზე. მისი განცხადებით ეს ადასტურებს იმას თუ რამდენად დაინტერესებულები არიან საქართველოს პარტნიორები ამ პროექტის განხორციელებით.

„მთავარ გზავნილი აარის ის, რომ ანაკლიის პორტი არის უმნიშვნელოვანესი გეოსტრატეგიული პროექტი. მნიშვნელოვანია ასევე ვაჭრობის კუთხით ევროპისთვის, სამრეთ კავკასიისთვის, ცენტალური აზიისთვის. ეს იყო ძირითადი გზავნილები. გზავნილი ასევე იყო ის, რომ ეს პროექტი საფრთხის ქვეშაა, მისი ბედი გაურკვეველია და საჭიროა, რომ ერთობლივი ძალებით, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ამ პროექტის წარმატების შეუქცევადობა,“ - განაცხადა ახვლედიანმა.


close დახურვა