„მშვიდად გვინდა პიკეტირება მოვახდინოთ, ამის უფლება კანონმდებლობით გვაქვს“, - ამის შესახებ განცხადება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ გააკეთა.
მისი განცხადებით, არავინ არსად შეჭრას არ აპირებს. მისივე თქმით, ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართული იქნება ხალხის წინააღმდეგ, ეს საქართველოს მოსახლეობის კიდევ უფრო მეტ რისხვას გამოიწვევს.
„არსად არავინ შეჭრას არ აპირებს. მათ უნდა გაიგონონ ამ ხალხის ხმა. ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართული იქნება ხალხის წინააღმდეგ, ეს კიდევ უფრო მეტ რისხვას გამოიწვევს საქართველოს მოსახლეობის. მშვიდად გვინდა პიკეტირება მოვახდინოთ, ამის უფლება კანონმდებლობით გვაქვს“,- აცხადებს ბეჟაშვილი.