logo
ENG



ლევან ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა

04 ივნ 202115:58
3 წუთის საკითხავი
 
ლევან ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა

თამარ კორძაიას შემდეგ, რესპუბლიკური პარტია ლევან ბერძენიშვილმაც დატოვა. ფორმულასთან საუბარში იგი განმარტავს, რომ პარტიის დატოვების ძირითადი მიზეზი საპარლამენტო ფრაქციაა, რომელშიც სტრატეგია აღმაშენებლის წევრებთან და გრიგოლ ვაშაძესთან ერთად რესპუბლიკური პარტიის წევრი, ხათუნა სამნიძეც გაწევრიანდა. 

"ფრაქციაში, რომელშიც ქალბატონი ხათუნა სამნიძე იქნება, არცერთი წევრი არ არის ჩემთვის სათანამშრომლო", - თქვა მან. 

მანამდე, თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ ტოვებს რესპუბლიკურ პარტიას. კორძაიას მიაჩნია, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრებს ოპოზიციონერ კოლეგებთან თანამშრომლობა პარლამენტში უფრაქციოდ, დამოუკიდებელი საქმიანობით უნდა გაეგრძელებინათ.

ის მადლობას უხდის პარტიას თანამშრომლობისთვის და ამბობს, რომ  პარლამენტში უპარტიო და უფრაქციო წევრის სტატუსით გააგრძელებს საქმიანობას.

3 ივნისს, პარლამენტში მეორე ოპოზიციური  ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" შეიქმნა.

ფრაქციაში შვიდი დეპუტატია, მათ შორის ერთ-ერთი რესპუბლიკური პარტიის წევრი, ხათუნა სამნიძე.


close დახურვა