logo
ENG



ლევან გოგიჩაიშვილი: როგორც უნდათ, ისე გამოხატონ პროტესტი, მაგრამ მე ნუ შემიშლიან ხელს

26 ნოე 201913:54
3 წუთის საკითხავი
 
66rfpjbo967z4i8.jpg

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნები მაჟორიტარული სისტემით კატეგორიულად მიუღებელია და მისი ჩატარება მხოლოდ მმართველ ძალასა და „ნაციონალურ მოძრაობას" აძლევს ხელს. გოგიჩაიშვილი, ასევე ფიქრობს, რომ ბიუჯეტის ჩავარდნა შეიძლება გახდეს რიგგარეშე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მიზეზი.

„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია რიგგარეშე არჩევნები მაჟორიტარული სისტემით, ეს აწყობს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, არც იმ პარტიებს უნდა აწყობდეთ. ჩემი საქმე არ არის, ვინ რას აკეთებს, მე ვიბრძოლე, რომ გამოხატვის თავისუფლება ყოფილიყო ამ ქვეყანაში, მეც იმათთაგანი ვარ და ამისთვის ბევრი გავეცი. ადამიანებმა, როგორც თვითონ ჩათვლიან, ისე უნდა გამოხატონ პოზიცია. მე არ ვიჭრები არავის შეფასებაში - ძალიან ძვირფასი ახალგაზრდები არიან, რაღაცის სჯერათ და ა.შ. შეიძლება ბიუჯეტის ჩაგდება ხელოვნურად გახდეს მიზეზი რიგგარეშე არჩევნების ჩატარების, კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ბიუჯეტის არდამტკიცების შემთხვევაში მთავრობა გეკითხება პარლამენტს, მოგწონვარ თუ არ მოგწონვარ.  ვადამდელი არჩევნები არის ძალიან დიდი პრობლემა, საზოგადოება ასეთ აბსოლუტურ ხელისუფლებას არავის დაანებებს. პარლამენტის სხდომის ჩაშლა პარლამენტის დარბაზშიც არის შესაძლებელი. როგორც უნდათ, ისე გამოხატონ პროტესტი, მაგრამ მე ნუ შემიშლიან ხელს,  შემოვიდე პარლამენტში. მე ჩემს უფლებას ვიყენებ იმ მანდატის ფარგლებში, რა ფარგლებშიც საბურთალოს მეექვსე ოლქმა მხარი დამიჭირა“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლევან გოგიჩაიშვილი ერთ-ერთია იმ დამოუკიდებელ დეპუტატთაგან, რომლებმაც სხდომა დატოვეს.


close დახურვა