logo
ENG



ლევან გოგიჩაიშვილი: ქართულმა ოცნებამ გადმოიფორმა ადეიშვილის ცოდვები

12 დეკ 201912:01
3 წუთის საკითხავი
 
t653t9p3ux48k4o.jpg

„ქართულმა ოცნებამ" გადმოიფორმა ადეიშვილის ცოდვები,“ - ამის შესახებ განცხადებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აკეთებს. მისი განცხადებით, ძალიან ცუდი რამ მოხდა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, რადგან ეს არის უშინაარსო ხელისუფლება, რომელიც არც მომავალზე და არც პროგრესზე არ არის ორიენტირებული.

„ძალიან ემოციური ამბავია, ძალიან ცუდი რაღაც მოხდა. პირველი - პირველი ოქტომბერი დამთავრდა პირდაპირი მნიშვნელობით, ის მონაპოვარი გაქრა. ყველა ის ცოდვა საკუთარ თავზე აიღო "ქართულმა ოცნებამ". სააკაშვილი და ადეიშვილი ამ მოსამართლეების ხელით ადამიანებს აუბედურებდნენ. ეს არის უშინაარსო ხელისუფლება, რომელიც არც მომავალზე და არც პროგრესზე არ არის ორიენტირებული. 7 წლის თავზე მივიღეთ ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" გადმოიფორმა ადეიშვილის ცოდვები,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წარდგენილი 20-კაციანი სიიდან რეკომენდაცია 14 მათგანს გაუწია, კენჭისყრა ხმაურისა და ოპოზიციის წინააღმდეგობის ფონზე წარიმართა, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია და პროცესი ბოლომდე მიიყვანა. 


close დახურვა