logo
ENG



ლევან გოგიჩაიშვილი მერებიშვილზე:სახელმწიფოს დამხობით გვემუქრება, თავზე დაიმხოს ავეჯი

20 თებ 202012:37
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკოსები ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმაურებიან და მის პირველ განცხადებას აკრიტიკებენ. 

დამოუკიდებელი დეპუტატების გაღიზიანება ყოფილი მაღალჩინოსნის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომელშიც მერაბიშვილმა "ხელისუფლების დამხობაზე" ისაუბრა. სწორედ სიტყვა "დამხობის" გამო გახდა მერაბიშვილი კონკრეტული პოლიტიკოსების კრიტიკის ადრესატი. 

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან კობერიძე ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილს პოლიტიკური მომავალი არ აქვს. 

"ადამიანებს, რომლებსაც მიუძღვით დანაშაული სახელმწიფოს და ხალხის წინაშე, არ ვფიქრობ რომ ამ ქვეყანაში შეიძლება ოდესმე ჰქონდეთ პოლიტიკური პერსპექტივა. ვფიქრობ, რომ მისი ეს რიტორიკა, რომელიც დღეს მოვისმინეთ არის იმ მეხსიერების გაგრძელება, რომელიც მას პატიმრობამდე ჰქონდა. შესაბამისად იმ რიტორიკით საუბრობს, რომელიც ჰქონდა შს მინისტრობის დროს“, - განაცხადა კობერიძემ. 

მის აზრს იზიარებს კიდევ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი. გოგიჩაიშვილი მერაბიშვილის განცხადებამ განსაკუთრებით გააღიზიანა და განაცხადა, რომ ყოფილ პრემიერს ძველებური პოლიტიკით სურს მოქმედება. 

"ორმაგმა თამაშმა გამოიწვია ის, რომ დღეს ვანო მერაბიშვილი გვემუქრება სახელმწიფოს დამხობით. ე.ი. ჩვენ ტყუილად ვწვალობთ, მოდელებს ვეძებთ, რომ დემოკრატიულად ჩავატაროთ ქვეყანაში არჩევნები და უცებ გამოდის მერაბიშვილი და გვთავაზობს ხელისუფლების შეცვლის ძალიან მარტივ რეცეპტს - დამხობით. თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი ახლა სახლში რომ მივა. ვანო მერაბიშვილის დასამხობი არაფერი არ არის ამ ქვეყანაში",- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

 

 


close დახურვა