logo
ENG



ლევან გოფოძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში 4 პაციენტი იმყოფება

31 მარ 202013:35
3 წუთის საკითხავი
 

„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, ამჟამად, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი არ იმყოფება.

გოფოძის თქმით, საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 46 პაციენტია.

„ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 46 პაციენტია. გუშინ ტესტირება ჩაუტარდა 7 პაციენტს და ყველა უარყოფითი იყო. რეანიმაციაში 4 პაციენტია, საიდანაც 2 შემოსულია ცხელებით. ერთი მაღალმთიანი რეგიონიდან ჩამოვიყვანეთ ცხელებით. გყავვს ცნობილი მარნეულელი პაციენტი, მისი მდგომარეობა უმჯობესდება. დღეისათვის 13 პაციენტს ჩაუტარდება ტესტირება. ამჟამად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი არ გყვავს“, - განაცხადა გოფოძემ. 


close დახურვა