logo
ENG



ლევან ვასაძე: ერთ-ერთი პოლიციელი წვივებში მწარედ მირტყამდა წვეტიან ფეხსაცმელებს

09 ნოე 201919:24
3 წუთის საკითხავი
 
crffctm3p7i1eve.jpg

ვერის ბაღში საუბრისას ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი პოლიციელი ჟურნალისტებისგან ფარულად წვეტიან ფეხსაცმელს ურტყამდა წვივებში. ბიზნესმენის განცხადებით, საზოგადოების მიმართ არადამიანური დამოკიდებულების გამო პოლიციელები პასუხს აგებენ.

„ასეთ პოლიციელებს მინდა ვუთხრა, რომლებიც რამდენიმე იყვნენ იქ - თქვე, მიშა სააკაშვილის ეპოქის გადმონაშთო სირცხვილო სამართალდამცავებისა, მოვა დრო და თქვენ პასუხს აგებთ ამ თქვენი არაადამიანური დამოკიდებულებისადმი ადამიანების მიმართ. ჩემთვის ცხადია, რომ ადამიანი, ვისაც ასე სიამოვნებს უაიარაღო, მშვიდობიანი ხალხის-ცემა ტყეპა, დაცინვა და ქვეშქვეშად, არაკაცურად შეურაცხყოფა, ის იმისთვის არ არის მისული, რომ სამართალი დაიცვას“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

რადიკალურმა დაჯგუფებებმა კინოთეატრ „ამირანთან“ ფილმის პრემიერის გამო აქცია გამართეს. 

ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართულ-შვედური კინოპროექტია, რომელიც შვედეთის სახელით ოსკარზეა წარდგენილი. 


close დახურვა