logo
ENG



ლევან ვასაძე: ეს ფილმი ანადგურებს ქართულ შეგნებას, იდენტობას და ეროვნულ სახელმწიფოებრიობას

08 ნოე 201917:51
3 წუთის საკითხავი
 
jno5b24hzoefczh.png

ვერის ბაღში შეკრებილ საზოგადოებას ლევან ვასაძე შეუერთდა და შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.

მისი განცხადებით, ეს ფილმი ანადგურებს ქართულ შეგნებას, იდენტობას და ეროვნულ სახელმწიფოებრიობას.

"ჩვენ აქ შევიკრიბეთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზნისათვის, რომ არ დავუშვათ ჩვენი ერის ტრადიციის, ჩვენი სულიერი საგანძურის უკიდურესი შეურაცხყოფის საჯარო ფაქტი. სრულიად უკონტროლო, აღვირახსნილი, აბორტების, პორნოგრაფიის, აზარტული თამაშების, ნარკოტიკების პოლიტიკა შეუქცეველად ანადგურებს ჩვენს ერს. სანამ დღევანდელი დღე დაბნელდება ქართველები ისევ 150 კაცით მეტს დავასაფლავებთ. და ასე ვართ ყოველდღე უკვე რამდენიმე წელია. ჩვენი ერი უმაღლესი კულტურისა და განათლების, უმაღლესი ცივილიზაციის მატარებელი ისტორიის ერი დაცემული არის ფსკერზე. განადგურებულია განათლების და მეცნიერების სისტემა. ეს ფილმი არის გვირგვინი ამ პროგრამისა,რომელიც ანადგურებს ქართულ შეგნებას, იდენტობას და ეროვნულ სახელმწიფოებრიობას," - განაცხადა ლევან ვასაძემ. განცხადების გაკეთების შემდეგ ლევან ვასაძე თანამოაზრეებთან ერთად კინოთეატრ "ამირანის" მიმართულებით გაემართა.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით, თბილისში არსებულ ხუთივე კინოთეატრთან ადეკვატური რაოდენობის სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

როგორც სირაძემ აღნიშნა, საფრთხის არსებობის შემთხვევაში, პოლიცია მანდატის შესაბამისად იმოქმედებს.

შენიშვნა: ფორმულა ემიჯნება ჰომოფობიურ ტერმინებსა და გამოთქმებს


close დახურვა