logo
ENG



ლევან თარხნიშვილი: ქართული ოცნება და ივანიშვილი არის პოლიტიკური ბანკროტი

27 ნოე 201923:07
3 წუთის საკითხავი
 
wy9s976f0ln96oo.jpg

"ქართული ოცნება" და ივანიშვილი არის პოლიტიკური ბანკროტი- ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი ლევან თარხნიშვილი "ედისონ რისერჩის" კვლევის შედეგებს, რომელიც ცოტა ხნის წინ "ფორმულამ" გაავრცელა. 

როგორც მან გადაცემაში სოფო ზურაბიანთან "პოლიტიკის ფორმულაში" განაცხადა არსებულ მძიმე რეალობას თან ერთვის მძიმე ეკონომიკურ-სოციალური ფონიც. 

"სამწუხაროდ ამას თან ერთვის ის, რომ პოლიტიკური კრიზის ფონზე გვაქვს ეკონომიკური კრიზისიც, სოციალური კრიზისიც და აქედან გამოსავალია რიგ გარეშე არჩევნები, რაც უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით ან მასთან მიახლოებული სისტემით. ამ გზით მივიღებთ თამაშის ახალ წესებს და ეს მოგვცემს ახალ რეალობას. ეს დასკვნა, რაც ახლა "ედისონ რისერჩის" კვლევის შედეგებით მივიღეთ, დარწმუნებული ვარ ივანიშვილმაც მიიღო",-აღნიშნა თარხნიშვილმა. 

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ "დაპირების არ შესრულებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რაც მისთისვეა საზიანო. 

"ჩემი ინფორმაციით იმ დროისთვის, როცა ჩვენ გვქონდა სექტემბერში კვლევები ჩატარებული, ჩვენი შიდა პარტიული კვლევა, რაც დაახლოებით ემთხვევა "ედისონ რისერჩის" შედეგებს, იმავე პერიდოში კვლევები ჰქონდა "ქართულ ოცნებასაც". სავარაუდოდ ამის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება რომ უარი ეთქვათ პროპორციულ სისტემაზე და გააკეთეს მცდარი დასკვნა, რომ პროპორციული არჩვენების გაუქმებით აქვთ შანსი დარჩნენ მთავრობაში. ეს მცდარია, რადგან ამის შანსი მათ არ აქვთ. აქ უბრალოდ საუბარია რას მივიღებთ ამის შემდეგ. ზუსტად არასწორი დასკვნის გამო მათ გაითამაშეს ის მდარე სპექტაკლი, რაც სამი დღე გრძელდებოდა. თითქოს უცებ აჯანყდნენ მაჟორიტარები და ა.შ.",-აღნიშნავს თარხნიშვილი.


close დახურვა