logo
ENG



ლევან იზორია გერმანიაში ელჩად ინიშნება

27 იან 202021:04
3 წუთის საკითხავი
 
fl3iht8iq8gd9ft.jpg

ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს ელჩად ინიშნება - ამის შესახებ თავად გააკეთა განცხადება „პოსტივიში“ სტუმრობისას.

როგორც იზორიამ განაცხადა, ის აღარ უხელმძღვანელებს დაზვერვის სამსახურს, თუმცა ეს გადაწყვეტილებები არ უკავშირდება მისი ძმის ინციდენტს. მისივე თქმით, მისი ელჩად დანიშვნის საკითხი 2019 წლის დეკემბერში გადაწყდა და პროცედურები უკვე დაწყებულია.

ლევან იზორიას განმარტებით, მან დაზვერვის სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება 23 იანვარს დაწერა და თებერვალში უკვე გერმანიაში აპირებს ელჩის ამპლუაში ჩასვლას.


close დახურვა