logo
ENG



ლევან კობერიძე: გიგი უგულავას დაკავება მოლაპარაკებების ჩაშლაზე მიუთითებს

18 თებ 202014:50
3 წუთის საკითხავი
 

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან კობერიძე გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დაკავება მოლაპარაკებების ჩაშლაზე მიუთითებს.

„როდესაც ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან ზის და მის ერთ-ერთ ლიდერს აპატიმრებ ეს ქართული ოცნების მხრიდან უკვე მოლაპარაკებების ჩაშლა იყო. რაც არ უნდა სამართლებრივ საფუძვლებზე ილაპარაკო პოლიტიკურად ეს ასე იკითხება და ეს ასეა“,- განაცხადა ლევან კობერიძემ

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ თანხის მითვისება არ დასტურდებოდა და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა და ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც მას უკვე მოხდილი აქვს. უგულავას მიმართ გამოტანილმა განაჩენმა ამერიკელი კონგრესმენების, სენატორების, ასევე ევროპარლამენტარების მხრიდან, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო არსებული კრიტიკა, კიდევ უფრო გაამწვავა. ისინი ქვეყანაში სასამართლოს პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებაზე საუბრობდნენ ხელისუფლებას აღნიშნავდნენ, რომ უგულავას დაპატიმრება ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.


close დახურვა