logo
ENG



ლევან კობერიძე ლელოს ტოვებს

08 თებ 202112:21
3 წუთის საკითხავი
 

ლევან კობერიძე პარტიას ლელო საქართველოსთვის ტოვებს. ის ინფორმაციას ადასტურებს.

კობერიძის პარტიიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას ლელოშიც ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.

ლევან კობერიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვაკის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს ლელოს სახელით. ის პარტიას 2020 წლის აგვისტოში შეუერთდა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ლევან კობერიძე ქართული ოცნების სიით გლდანის მაჟორიტარი იყო - მან მმართველი პარტია 2019 წლის დეკემბერში დატოვა მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ  სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.


close დახურვა