logo
ENG



ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში იბარებს

19 მაი 202010:18
3 წუთის საკითხავი
 

დამოუკიდებელი დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში იბარებენ. როგორც ლევან კობერიძემ „ფორმულანიუსთან“ განაცხადა, რომ მაშინ როცა, ქვეყანა კრიტიკულ წერტილს უახლოვდება, მნიშვნელოვანია მინისტრმა ახსნას, რამდენად არის მზად ჯანდაცვის სისტემა. კობერიძის თქმით, ტიკარაძე პარლამენტში უკვე რამდენჯერმე დაიბარეს. 

„ახლა არის ძალიან კრიტიკული წერტილი, როდესაც გახსნა ხდება მთლიანად ეკონომიკის, მათ შორის ტურისტული საზღვრების. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ ერთად გავაანალიზოთ თუ რამდენად არის მზად ჯანდაცვის სისტემა, რამდენად კარგადა გამოვიყენეთ ჩვენ ეპიდემიოლოგების მიერ კარგი მუშაობის შედეგი. არც ოპოზიციის და არც უმრავლესობის დაბარებაზე ქალბატონი ეკატერინე არ რეაგირებს“, - აცხადებს ლევან კობერიძე.


close დახურვა