logo
ENG



ლევან რატიანი: ერთი ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

27 აპრ 202012:05
3 წუთის საკითხავი
 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმატოლოგმა ლევან რატიანმა ინფიცირებულების მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კლინიკაში ამ ეტაპზე მძიმე პაციენტის არსებობის მიუხედავად, ექიმები სასიცოცხლო პარამეტრებს ინარჩუნებენ.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 110 პაციენტი გყვავს. აქედან 87 პაციენტია ინფიცირებული. გყვავს შვიდი რეანიმაციული პაციენტი და აქედან ერთი პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმე, მაგრამ ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია",-აცხადებს ლევან რატიანი.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 496-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4833 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 571. ვირუსისგან სრულად განიკურნა 149 მოქალაქე, 6 კი, გარდაიცვალა.ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. საგანგებო მდგომაროება ქვეყანაში 22 მაისამდე გაგრძელდება. 

close დახურვა