logo
ENG



ლევან რატიანი: პაციენტი, რომელიც შემოსული იყო ყველა გართულებით, გახდა კონტაქტური

31 მარ 202011:29
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორ ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი ორსული პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია.

რატიანის თქმით, პირველ ტესტზე უარყოფითი პასუხი მოუვიდა კორონავირუსით ინფიცირებულ ყველაძე მძიმე პაციენტს.

„ჩვენთან 77 პაციენტი მკურნალობს და აქედან 17 ინფიცირებულია ბოლო 24 საათის განმავლობაში არც ერთი დადებითი პასუხი არ მოსულა. დღეს რამდენიმე ათეული პაციენტი დატოვებს კლინიკას. რაც შეეხება ჩვენს პაციენტებს, ორი რეანიმაციული პაციენტი გყვავს.

"პაციენტი, რომელიც შემოსული იყო ყველა გართულებით, გახდა კონტაქტური და დღის ბოლომდე შეიძლება მოიხსნას აპარატით. რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, პაციენტთან ჰერმოდინამიკა გახდა სტაბილური. იმედია, ასე გაგრძელდება და აპარატიდან მოიხსნება“, - განაცხადა რატიანმა. 


close დახურვა