logo
ENG



ლევან რატიანი:ჩვეთან მყოფი 13 პაციენტიდან, 2 კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია

27 მარ 202011:32
3 წუთის საკითხავი
 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა, რომ ამჟამად, საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი იმყოფება და ორი მათგანის მდგომაროება კრიტიკულია.

რატიანის თქმით, რამდენიმე ინფიცირებული პაციენტის განმეორებით ანალიზსს გააგზავნიან ლუგარის ლაბორატორიაში და უარყოფითი პასუხის შემთხვევა მათ კლინიკიდან გაწერენ.

„ბოლო 24 საათში ჩვენს კლინიკაში შემოვიდა ორსული, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჩვენ კლინიკაში სულ 3 ახალშობილია, მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მართვადი. სულ ჩვენთან ცამეტი ინფიცირებული პაციენტი იმყოფება, ორი აქედან კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია, მდგომარეობა მართვადია. დანარჩენი პაციენტებიდან სამის მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესებულია. მართალია, დღეს მეათე დღეა, დღეს განმეორებით ვაგზავნით ამ 3 პაციენტის ლუგარის ლაბორატორიაში ანალიზებს და თუ უარყოფითი პასუხი იქნება, ისინი დატოვებენ კლინიკას.

 


close დახურვა