logo
ENG



ლევან სამუშია: გიორგი რურუას საქმეში ყალბი დოკუმენტები არსებობს

25 თებ 202017:18
3 წუთის საკითხავი
clock 365

საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას სისხლის სამართლის საქმის განხილვა დღეს გაგრძელდა. პროცესზე დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა. პროცესზე იმყოფებოდა ბრალდებულიც. გიორგი რურუამ სხდომაზე დაკავების დღე გაიხსენა და სამართალდამცველების მხრიდან გამოძიებაში არსებულ დარღვევებზე ისაუბრა.

„დოკუმენტები, რომლებიც შეადგინეს გამომძიებლებმა, ერთ-ერთი დოკუმენტი შედგენილია ერთ წუთის განმვლობაში, გარდა ამისა ამ დოკუმენტის შინაარსი გააცნეს გიორგი რურუას, შესთავაზეს მას, რომ წარმოედგინა თუკი რაიმე უკანონო ნივთს ინახავდა და ყველზე საინტერესო მომენტი, ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ამ ერთი წუთის განმავლობაში პოლიციელებმა მოასწრეს ქსეროქსის გადაღება დოკუმენტზე და ასლის გადაცემა გიორგი რურუასთვის, რაც ფიზიკურად შეუძლებელი იყო“, - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ლევან სამუშიას განცხადებით, საქმეში არსებული დოკუმენტებით ჩანს, რომ გიორგი რურუას საქმეში ყალბი დოკუმენტები არსებობს.

„სასმართლოს შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული იქნა ინფორმაცია, აღნიშნული ინფორმაციით დასტურდება, რომ გამოძიება დაწყებული იყო 12 საათსა და 55 წუთზე, ასევე მოწმის დაკითხვაც აღნიშნულ საკითხზე, ვინც ინფორმაცია მიაწოდა თითქოს რურუას იარაღი ჰქონდა 12 საათსა და 55 წუთზე არის დაწყებული. დიღმის მასივიდან უკვე ბაგებში სასაფლაოსთან 6 წუთში არიან მისული, გამოტანილი აქვთ დადგენილება და ჩხრეკასაც იწყებენ. ამით დასტურდება, რომ ამ საქმეში არის სიყალბე“, - აცხადებს ლევან სამუშია.

პროკურორის განცხადებით, გიორგი რურუას საქმეში პროცედურული დარღვევები არ გამოვლინდა. მისივე განცხადებით, მოწმეების სია, რომლებსაც ჩხრეკასთან ან საპროცესო მოქმედებებთან ჰქონდათ შეხება, წინასწარ არის განსაზღვრული.

„პროცედურულ დარღვევებს ჩვენ ვერ ვხედავთ. თუმცა უნდა დაიკითხონ მოწმეები და გაეცეს პასუხები კითხვებს. მოწმეთა სია წინასწარაა განსაზღვრული - ის პირები, ვისაც ჩხრეკასთან ან სხვა საპროცესო მოქმედებებთან ჰქონდათ შეხება", - აცხადებს პროკურორი.


close დახურვა