logo
ENG



ლევან სამუშია: ხელისუფლება ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა, რომ დღევანდელ დღემდე მივსულიყავით

31 ოქტ 201918:27
3 წუთის საკითხავი
 
bdovvqvtqa24lbx.png

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" იმყოფებოდა სტუმრად.

"ქვეყანაში არის ძალიან ფეთქებად საშიში სიტუაცია და ეს სიტყვები არ არის ჰაერზე ნათქვამი, ამ ყველაფერს ხელს უწყობდა ხელისუფლების პოზიცია. ხელისუფლება ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა წლების განმავლობაში, რომ დღევანდელ დღემდე მივსულიყავით და დღევანდელი დღეც დადგა," - განაცხადა სამუშიამ.

მისივე განცხადებით, მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გამოძიება უნდა დაწყებულიყო.

"პოლიტიკის ფორმულა" ტელეკომპანიის ეთერში ყოველ სამუშაო დღეს, 20:45 საათზე გადის და მისი წამყვანი სოფო ზურაბიანია.


close დახურვა