logo
ENG



ლევან ხაბეიშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს კორუფციაში ადანაშაულებს

11 ნოე 201911:34
3 წუთის საკითხავი
 
4v9ywjj138krl73.jpg

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი ზარქუას  კორუფციასა და საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. საქმე ეხება, ზარქუას სიდედრზე წლების განმავლობაში ნაჩუქარ მიწის ნაკვეთს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 7 ათას ლარს აჭარბებს. 

ლევან ხაბეიშვილის თქმით, კორუფციული სქემა 2016 წელს დაიწყო, როცა საკრებულომ დაახლოებით, 1000 კვადრატული ფართობი ლიანა ლომსაძეს საჩუქრად გადასცა. ხოლო 2018-19 წლებში მთავრობის დადგენილებით მას მიწის ნაკვეთი საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად, პირდაპირი შესყიდვის წესით გადაეცა, იმ პირობით რომ ის 100 ათას ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებდა, თუმცა პირობა ვერ შესრულდა და ზარქუას სიდედრმა აღნიშნული მიწის ნაკვეთი გაყიდა.

"ჩვენ ვიცით, რომ ზარქუასგან რომ ეს ადამიანი აპრავებს ყვლაფერს, მათ შორის კალაძის და ივანიშვილსი დანაშაულებს. შეუძლია მოყვეს რომ ბანანი კიტრია და მეტიც, მწვანეაო თქვს. ოღონდ ამას თურმე აკეთებს კონკრეტული სიკეთეების გამო. გვაქვს დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ მისი ოჯახის წევრს 2016-17 წლებში მერიამ აჩუქა 1000 კვადტრატულ მეტრამდე მიწის ნაკვეთი. დამატებით პირობითი აუქციონი გამოუცხადა სახელმწიფომ. ვალდებულების არ შესრულების გამო კი ნაცვლად იმისა, რომ ქონება ჩამოერთმიათ, ადგეს და გაუგრძელეს ეს ვადა",- აცხადებს ხაბეიშვილი. 

 


close დახურვა