სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ გვიან ღამით მისი შტაბი დააზიანეს. ამის შესახებ ის საკუთარ Facebook გვერდზე წერს და შესაბამის ფოტოსაც ავრცელებს.
ფორმულასთან საუბარში ხაბეიშვილი ამბობს, რომ შემთხვევა დაახლოებით ღამის 2 საათზე მოხდა. მისი ინფორმაციით, სულ მცირე, ორმა პირმა აგურები ესროლა შენობას და არიან ამის თვითმხილველებიც.
შსს-ში ფორმულას უთხრეს, რომ საქმეზე უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.