logo
ENG



ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის მანდატების შეჩერებას კომიტეტმა მხარი დაუჭირა

27 იან 202118:27
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/27/p0uzb531xzx7evs.jpg

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრისთვის, ლევან ხაბეიშვილისთვის და ლეობორისტული პარტიის ლიდერისთვის, შალვა ნათელაშვილისთვის მანდატების შეჩერებას მხარი დაუჭირეს. კენჭისყრა დღეს, 27 იანვარს გაიმართა. 

ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი კახიანი ჟურნალისტებთან განმარტავს, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას დეპუტატთა უმრავლესობა ემხრობა. 

პროცედურულად, ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილის მანდატების საკითხი ბიუროს გადაეცემა, შემდეგ კი 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

მათ მსგავსად, დაგეგმილია ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დარჩენილი ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების შეჩერების საკითხიც. მათი განხილვა კომიტეტზე უკვე ხვალ, 28 იანვარს იგეგმება. 


close დახურვა