logo
ENG



ლევან ხაბეიშვილს საქალაქო სასამართლომ 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა

31 იან 202021:51
3 წუთის საკითხავი
 
fhpvkb9bg09y5qa.png

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს საქალაქო სასამართლომ 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

დღეს წაყენებული ბრალდების მიხედვით, პროკურატურა ხაბეიშვილს ზარქუას მიმართ ძალადობას ედავება.  აღნიშნულს დაზარალებული ხაბეიშვილი პოლიტიკურ დევნას უკავშირებს და აცხადებს, რომ ზარქუას მას შემდეგ დააწერინეს განცხადება, რაც ხაბეიშვილის ექსპერტიზის პასუხი ცნობილი გახდა.

დღესვე, ლევან ხაბეიშვილის ცემაში მონაწილე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილს 24 იანვარს ბიუროს სხდომის დროს საკრებულოში სცემეს. კადრებში ჩანს, რომ ხაბეიშვილს „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატი თავს დაესხა. თავად ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ინციდენტი წინასწარ დაგეგმილი იყო და მას საქმის გამოძიების იმედი არ აქვს.


close დახურვა