თავდასხმა ლეიბორისტულ პარტიაზე, - უცნობი მამაკაცი ოპოზიციური პარტიის ოფისში შევარდა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თეიმურაზ ნოზაძის თქმით, შუახნის უცნობი მამაკაცი, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ მიერ იყო მიგზავნილი.
შემთხვევას პარტიის ერთ-ერთი ლიდერიც, გიორგი გუგავაც შეესწრო, რომელიც პარტიაში შეჭრილს ოფისის დატოვებისკენ მოუწოდებდა, თუმცა მამაკაცმა დაცვის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.