„ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების განხილვის პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ხელისუფლებასთან ძირითად საკითხებზე და მათ შორის ცენტრალური საარჩევნო სიის დაკომპლექტებაზე შეთანხმება ვერ მოხდა. როგორც ის აცხადებს, პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო კომისიაში პარიტეტი არ ექნებათ, რითაც ხელისუფლება შეეცდება, გაყალბებული არჩევნები დააკანონოს.
მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, დღეს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თემაზე იმსჯელეს. სწორედ ეს არისსაარჩევნო პროცესის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი. სამუშაო ჯგუფის შეხვედრები მეორე დღეა მიმდინარეობს, თუმცა საკამათო საკითხებზე კონსენსუსი არ არის.