logo
ENG



ლეიბორისტული პარტია საცალო ბაზრობების გახსნას ითხოვს

29 აპრ 202015:22
3 წუთის საკითხავი
 

იმის საჩვენებლად, თუ რამდენად გაძვირდა პროდუქტი, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან კიტრი და მასში გადახდილი თანხის ქვითარი მიიტანა. ჩხარტიშვილი გიორგი გახარიას საბითუმოს გარდა, საცალო ბაზრობების გახსნას სთხოვს. მისი თქმით, მთავრობამ ივანიშვილისა და სხვა მონოპოლისტების ნაცვლად გაჭირვებულ მოსახლეობაზე უნდა იზრუნოს.

„პრემიერ გახარიას, ივანიშვილის მოურავს გადავცემ საგანგებო მიმართვას, რომლითაც მოვითხოვთ, რომ მან შეასრულოს საკუთარი მოვალეობა, ემსახუროს არა ივანიშვილს და მისი კლანის მონოპოლისტებს, მათ შორის კარფურს და კომპანია „ჯიბეს“, არამედ იზრუნოს მოქალაქეების, თითოეული ჩვენგანის ინტერესებზე. უზრუნველყოს, რომ ფიზიკურ პირებს შეეძლოთ ვაჭრობა და საამისოდ საშვები გაცემული იქნეს ადგილზე, სოფლებში და რიგებში არ შექმნან პრობლემები. ასევე გაიხსნას საცალო ბაზრობები, რომლებიც დღემდე არ მუშაობს. ჩვენ სიმბოლურად გადავცემთ კიტრს და ჩეკს, სადაც ჩანს, რომ მაშინ როცა მარნეულში 50-70 თეთრი ღირს კიტრი, „კარფურში“, რომელიც ივანიშვილს უკავშირდება, მისი ფასი 4-ჯერ მეტია“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა. 


close დახურვა