„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, სადაც ოპოზიციის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს, საქართველოს მე-4 პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მივიდა.
მარგველაშვილმა პროცესში ჩართულ პოლიტიკოსებს მადლობა გადაუხადა.
„ეს დაიწყო იმ ახალგაზრდების ბრძოლით, ვინც რუსთაველზე იბრძოდა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის და გაგრძელდა მრავალთვიანი ბრძოლით. ამისთვის ადამიანები სხედან ციხეში და ეს სირცხვილია - არ ვაპირებ მაჟორიტარად ვიყარო კენჭი, ჩემი მიზანია, საქართველოში შედგეს მრავალპარტიული დემოკრატია", - განაცხადა მარგველაშვილმა.