logo
ENG



ლეიბორისტული პარტიის წევრები მათზე დაკისრებულ ჯარიმებს სასამართლოში ასაჩივრებენ

05 მაი 202014:43
3 წუთის საკითხავი
 

„ლეიბორისტული“ პარტიის წევრები სასამართლოში ასაჩივრებენ უკანონოდ დაკისრებულ ჯარიმებს, რომელიც სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ მათ კანცელარიასთან დაუწერეს.

როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, ისინი კანონის ყველა ნორმას იცავდნენ და მათი დაჯარიმება მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით მოხდა, რომ საკუთარ განცხადებაში ამხილეს ხელისუფლების მიერ გაწეული არამიზნობრივი ხარჯები, სადაც კორუფციული ნიშნები იკვეთება.

ისინი მიიჩნევენ რომ საგანგებო მდგომარეობა ბიძინა ივანიშვილმა მოირგო საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და ამასთანავე, ყველაფერს აკეთებს რათა თავისუფალი სიტყვა ჩაახშოს საქართევლოში.


close დახურვა