ნატოს ლიდერების ლონდონის შეხვედრაზე მიღებულ დეკლარაციაში საქართველოზე საუბარი არ ყოფილა. ხომ არ აფასებს თავდაცვის სამინისტრო ამ ფაქტს უკან გადადგმულ ნაბიჯად? ეს კითხვა თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს „ფორმულანიუსმა“ დაუსვა.
„ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოვიაზრებ აღნიშნულს ამდაგვარად იმიტომ, რომ არ ყოფილა არც ერთი შეხვედრა, არც ერთი კომენტარი ბატონი სტოლტენბერგის მხრიდან, სადაც არ აღნიშნულა ერთგულება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით. ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ რაღაც უკან გადადგმულ ნაბიჯთან გვაქვს საქმე. პირიქით, მივდივართ სწორი გზით ძირითადი მიზნისკენ და ეს მიზანი არის არა მხოლოდ მთავრობის არჩევანი, არამედ ხალხის არჩევანი და კონსტიტუციაში დეკლარირებული თეზა,“ - აცხადებს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი.