logo
ENG



ლელო: არ ვაღიარებთ შედეგებს, ჩიხიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია

01 ნოე 202015:53
3 წუთის საკითხავი
 
9gh86hov2yoknac.png

ლელო საქართველოსთვის მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. 

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ლელო 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. 

"2020 წლის არჩევნები უნდა ყოფილიყო გარდამტეხი ჩვენი ქვეყნისთვის. ქართულმა ოცნებამ არჩევნების წინა პერიოდი და არჩევნების დღე აქცია დაშინების, მოსყიდვის, ძალადობის და გაყალბების პროცესად. არჩევნები, რომელიც არ გამოხატავს თავისუფალი ადამიანების ნებას ვერ იქნება ლეგიტიმური. ლელო არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგს. მოვუწოდებთ ამომრჩეველს და სამოქალაქო საზოგადოებას ერთიანობისკენ. ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია ამ ჩიხიდან", - აღნიშნავენ ლელოში.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უბნების 96.85% აქვს დათვლილი. ცესკოს მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ ხმების 48,06% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - 27,07%, ხოლო ევროპულმა საქართველომ - 3,79%.  

ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს და დღეს, 1-ელ ნოემბერს, 16:00 საათიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციებს აანონსებს. ერთ-ერთი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება იქნება. 

გარდა ამისა, ოპოზიციის ლიდერები შემდეგ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გადიან

 
 
 

 


close დახურვა