მოძრაობა „ლელოში“ აცხადებენ, რომ მედიკოსების ინფიცირების მაჩვენებელი საგანგაშოა. მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ექიმების სათანადო აღჭურვა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, მათ შორის მედიკოსების ყოველდღიური ტესტირება ვირუსზე.
"ექიმების ასეთ მაღალ ინფიცირებას კონკრეტული მიზეზები აქვს, რაც უკავშირდება პროცესების გაუმართაობას და ეკიპირებას. ჩვენ წარვუდგენთ რეკომენდაციას ჯანდაცვის სამინისტროს", - აცხადებს საბა ბუაძე.
"ლელოში" ფიქრობენ, რომ არსებობს გამოსავალი და ესაა ყოველდღური შემოწმება-ტესტირება.
"ორი პრობლემაა. ერთი - რომ არ არსებობს შესამისი სამედიცინო აღჭურვილობა და მეორე - ექიმები საკმარისად არ იცავენ რეკომენდაციებს. ამიტომ აუცილებელია ვინც კლინიკაში შედის, ყველას ჩაუტარდეს ტესტი. ექიმები ყოველდღიურად უნდა შემოწმნდნენ ტესტირებებით", - აცხადებს ვატო სურგულაძე.