სასამართლო პროცესის დაწყებამდე მოძრაობა "ლელოს" წევრებმა, სასამართლოს ეზოში, აქცია პერფორმანსი გამართეს.
მათ საკუთარი პროგრამის ნაწილის პრეზენტაცია გამართეს. დღეს "ლელოს" წევრები სოციალურ თემატიკას შეეხნენ. მათი განცხადებით, საქართველოში 77 ათასი ბავშვი შიმშილობს და "ქართულ ოცნებას" ამ პრობლების მოგვარების უნარი არ აქვს.
"დღეს ჩვენი ბრიფინგის თემა ეძღვნება საქართველოში ბავშვთა შიმშილიანობას და იმ გაუსაძლის მდგომარეობას, რომელიც შექმნილია წლების განმავლობაში და რა პრობლემაც „ოცნების“ ხელისუფლებამ ვერ გადაწყვიტა. საქართველოში დღეს არის 77 ათასი მოშიმშილე ბავშვი“, - ამბობს ხაზარაძე.
პარტიის კიდევ ერთმა წევრმა ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა, რომ ბავშვების შიმშილობის პრობლემაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.
"ბავშვთა 10% იმყოფება უკიდურეს სიღარიბეში და მათ არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ის მინიმალური კვებითი რაციონი თუ ზრუნვა. ძალიან მძიმე სტატისტიკა გვაქვს. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას“, - თქვა ირაკლი კუპრაძემ.