პოლიტიკურ გაერთიანება „ლელოში“ ეჭვი აქვთ, რომ ხელისუფლებას, კრიზისის მოგვარების ნაცვლად, მისი შენარჩუნება და გახანგრძლივება სურს. ასეთ ეჭვს კი მათ ის გეგმა უჩენთ, რომელიც უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე გამოქვეყნდა.
6-თვიან პერიოდზე გაწერილი სოციალური შემწეობები, მათი აზრით, ქართული ოცნების წინასაარჩევნო მიზნებსა და გეგმებზეა მორგებული. „ლელოში“ მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას კონკრეტული არაფერი უთქვამს, რას აპირებს ბიზნესის გადასარჩენად, ლარის სტაბილურობის კუთხით გასატარებელ ღონისძიებებზე და ასევე არაფერს აკეთებს სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისთვის, იმ დროს, როცა მიწის დასამუშავებლად ფერმერებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ.