ლელო პარლამენტში ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის კანონპროექტის განხილვის დაწყებას ითხოვს. ეს კანონპროექტი პარლამენტში 1 წლის წინ დაინიცირდა.
პარტიის პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნება, რომელიც კორუფციის ცენტრია, არ ფიქრობს, რომ ეს არის ქვეყნის პრობლემა, თუმცა, მისივე თქმით, საპირისპირო აჩვენა ვაკის პარკის ტრაგედიამ.
"ეს არის კორუფცია, რომელიც ართმევს ჩვენს ბავშვებს შანსს, რომ იცხოვრონ ნორმალურ ქვეყანაში. როგორც აღმოჩნდა, ეს არის კორუფცია, რომელიც სახიფათოა ადამიანების სიცოცხლისთვის.
ფაქტია, დღემდე ქართულმა ოცნებამ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ეს ინიციატივა განეხილა მაშინ, როდესაც კორუფცია კლავს ადამიანებს და მაშინ, როდესაც ევროკავშირი გვეუბნება, რომ თუ კორუფციას არ ვებრძოლეთ, ამ ქვეყანას ევროკავშირში მომავალი არ აქვს, მაგრამ ქართული ოცნება, რომელიც თვითონაა ცენტრი ამ კორუფციის, არ ფიქრობს, რომ ეს არის ამ ქვეყნის პრობლემა", - თქვა მან.