logo
ENG



ლელო კოვიდ-19-ის დასადგენი სწრაფი ტესტების რეგისტრაციის გამარტივებას ითხოვს

14 აპრ 202021:04
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის" კოვიდ-19-თან საბრძოლველად საჭირო პრეპარატების და სხვა სამედიცინო საგნების, მათ შორის სწრაფი ტესტების რეგისტრაციის გამარტივებას ითხოვს.

„ლელოს“ წარმომადგენლების ინფორმაციით,  ხელისუფლებამ სწრაფი ტესტების რეგისტრაცია კიდევ უფრო გაართულა და არსებული 10 დღიანი ვადა 30 დღემდე გაზარდა.

პარტიაში მოითხოვენ ხუთ სამუშაო დღემდე შემცირდეს ყველა იმ პრეპარატის და სამედიცინო საგნის აკრედიტაციის  ვადა, რომელიც კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვისაა საჭირო. 


close დახურვა