logo
ENG



ლელომ ახალციხეში რაიონული ორგანიზაცია დააფუძნა

15 ივნ 202010:13
3 წუთის საკითხავი
 

„ლელომ" ახალციხეში რაიონული ორგანიზაცია დააფუძნა. მამუკა ხაზარაძემ და პარტიის ლიდერებმა მხარდამჭერებს პარტიის ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

„ლელო საქართველოსთვის" ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად ჯუმბერ ინასარიძე წარადგინეს. შეხვედრები ლიდერებმა ვალესა და სოფელ წყრუთშიც გამართეს.  

"გპირდებით, რომ ჩვენი გუნდი, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ ეს რეალობა შეიცვალოს, რომ 30-წლიანი ჩაკეტილი სივრცე დაანგრიოს. არც ნაცი და არც ქოცი. ადამიანებს უნდა მივცეთ ალტერნატივა. ჩვენ გამარჯვების სერიას დავდებთ", - განაცხადა ხაზარაძემ. 


close დახურვა